Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საქმე აღუძრეს პუტინის მხარდამჭერ ოლიგარქებს


ფოტო არქივიდან. ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის ივნისი
ფოტო არქივიდან. ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის ივნისი

ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს ოლიგარქების და მათი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. მათ შორისაა ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანდრეი კოსტინი.

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ განაგრძობენ აღკვეთას ფულის უკანონო ნაკადების, რომლებიც პუტინის ომს კვებავენ და პასუხისმგებლობის დაკისრებას რეჟიმის მხარდამჭერებისთვის.

ოლიგარქ ანდრეი კოსტინის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე ნიუ-იორკში აღიძრა. დაკავებულია კოსტინის ორი შუამავალი - ვადიმ ვოლფსონი, იგივე ვადიმ ბელიაევი და გენონ ბონდი.

ვადიმ ბელიაევი რუსული ბანკის, „Открытие“-ს ყოფილი თანამფლობელია. საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გვარად ვოლფსონი გახდა. გამოძიების თანახმად, ბელიაევი და აშშ-ის მოქალაქე გენონ ბონდი სანქცირებულ ანდრეი კოსტინს ეხმარებოდნენ კოლორადოს შტატის საკურორტო ქალაქ ასპენში უძრავი ქონების მართვაში და გასაყიდად უმზადებდნენ 2010 წელს 13,5 მილიონ დოლარად შეძენილ სახლს.

სანქციების დარღვევით ფიზიკურ პირებთან 330 მილიონიანი ბიზნესის წარმოების გამო ფლორიდაში ბრალდებულია რუსეთის მხარდამჭერი უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.

სანქცირებული პირებისთვის 150 მილიონ დოლარზე მეტის გათეთრებისთვის ჯორჯიაში ბრალდებულია რუსეთის და აშშ-ის მოქალაქე ფელიქს მედვედევი. სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვიქტორ ვექსელბერგის იახტა „ტანგოს“ გამოყენებასთან დაკავშირებული საბანკო თაღლითობისთვის კოლუმბიის ოლქში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქე ვლადისლავ ოსიპოვს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG