Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყაროების თანახმად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავის შესახებ


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომელიც 23 თებერვალს უნდა გავრცელებულიყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლითავის აღსანიშნავად - უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ევროკავშირიდან.

ამის ნაცვლად, ევროკავშირი ახლა მუშაობს განცხადებაზე, რომელსაც გაავრცელებს ევროპის მთავარი ინსტიტუტების სამი პრეზიდენტი - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლეიენი, ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელი, რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

განცხადების მთელი ევროკავშირის სახელით გასავრცელებლად ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.

ბუდაპეშტი განცხადებას შეეწინააღმდეგა კონკრეტული ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე - უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG