Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით“, - ამის შესახებ ფეისბუკზე წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

„ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. .

  • 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკიდან და ლუჰანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს.

XS
SM
MD
LG