Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს-კირა იარმიში


ალექსეი ნავალნის ხსენების დღე უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის მეორე წლისთავს დაემთხვა. საილუსტრაციო ფოტო
ალექსეი ნავალნის ხსენების დღე უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის მეორე წლისთავს დაემთხვა. საილუსტრაციო ფოტო

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს, - ამის შესახებ რუსი პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში სოციალურ ქსელ X-ში წერს და აღნიშნავს, რომ დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვენ არ ვიცით, ხელს შეუშლის თუ არა ხელისუფლება ამას (დაკრძალვას) ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს", - წერს იარმიში და მადლობას უხდის ყველას, ვინც ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითცოვდა.

ოფიციალური ცნობით, ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა არქტიკაში მდებარე კოლონიაში, იგი 47 წლის იყო.

სასიკვდილო დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, - ამბობს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში. ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს.

24 თებერვალს, პოლიტიკოსის გარდაცვალების მეცხრე დღეს, ხალხი ალექსეი ნავალნის ხოვნის პატივსაცემა მოსკოვში მდებარე მაცხოვრის ტაძარში მივიდა.

ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ტაძრის შესასვლელთან რიგია. ტაძართან მორიგეობს პოლიცია. მათ რამდენიმე ადამიანს დოკუმენტები შეუმოწმეს.

ალექსეი ნავალნის ხსენების დღე უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის მეორე წლისთავს დაემთხვა. რუსები თავიანთ ქალაქებში გამოდიან როგორც ომის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პოლიტიკოსის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. OVD-Info-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

XS
SM
MD
LG