Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას

სურათზე მარცხნიდან: კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ვოლოდომირ ზელენსკი (შუაში) ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო

ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, სანამ ის "საბოლოოდ თავისუფალი არ გახდება". ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო.

სტუმრები ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ გოსტომელის აეროპორტში, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რუს მედესანტეებს.

დღესვე ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსაც შეხვდა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოთხნახევარი მილიარდი ევროს მოცულობის პირველ ფინანსურ დახმარებას უკრაინა უკვე მარტში მიიღებს.

XS
SM
MD
LG