Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი აპირებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას


შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი (მარცხნივ) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი. 2024 წლის 23 თებერვალი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი (მარცხნივ) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი. 2024 წლის 23 თებერვალი

26 თებერვალს უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენს, რითაც მოიხსნება ბოლო წინაღობა შვედეთის ისტორიული ნაბიჯისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ - ჩრდილოეთ ევროპის ამ სახელმწიფოს ნეიტრალობამ ორი მსოფლიო ომის და ცივი ომის პერიოდში გასტანა.

მოელიან, რომ უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრა უპრობლემოდ ჩაივლის მას შემდეგ, რაც ქვეყანას 24 თებერვალს ესტუმრა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი. ვიზიტის დროს ორმა ქვეყანამ გააფორმა ხელშეკრულება იარაღის შესახებ. უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრით დასრულდება შვედეთის ალიანსში გაწევრიანების დამტკიცების პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში გაჭიანურდა.

შვედეთმა მიუმხრობლობის პოლიტიკა ნატოს ფარგლებში უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის შეცვალა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალე.

XS
SM
MD
LG