Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი აცხადებს, რომ პარლამენტის ყველა ადგილი შეივსო არჩევნებით, რომელსაც აშშ "სიყალბეს", ოპოზიცია "ფარსს" უწოდებს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პარლამენტის ქვედა პალატაში შეივსო 110-ვე ადგილი - მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს ჩატარდა კენჭისყრა მკაცრად კონტროლირებულ გარემოში, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მოწოდებების ფონზე.

არჩევნები მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მას უწოდა "შიშის კლიმატში" გამართული "ყალბი" არჩევნები.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა 74 პროცენტამდე იყო - ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოქალაქეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე მისვლას.

არსებული მოლოდინით, არჩევნები გაამყარებს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პოზიციებს. იგი 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში. ლუკაშენკას მმართველობის პირობებში, ბელარუსი იქცა მზარდად რეპრესიულ სახელმწიფოდ, რომელსაც დასავლეთის დიპლომატების ნაწილი "ევროპის უკანასკნელ დიქტატურას" უწოდებს.

XS
SM
MD
LG