Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პუტინი გაემგზავრება მარტში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - კრემლი


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) სოჭში 2023 წლის 4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) სოჭში 2023 წლის 4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთს ეწვევა მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან - ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ორივე ლიდერის განრიგი "საკმარისად დატვირთულია" იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ.
პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ დაუზუსტებია.
თებერვლის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე დაადასტურა თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტი.
ადგილობრივმა თურქულმა მედიამ ვიზიტის სავარაუდო თარიღად 12 თებერვალი დაასახელა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს არ დაადასტურა.

თუ პუტინის ვიზიტი შედგა, თურქეთი გახდება ნატოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ერდოანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა თურქეთის ტერიტორიაზე. ორ ლიდერს შორის ასეთი შეხვედრა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა, გასული წლის სექტემბერში.


ნატოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთი არ უწესებს სანქციებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. მაგალითად, გასულ წელს, ნატოს წევრ თურქეთში ექსპორტირებულ იქნა მინიმუმ 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების ქვანახშირი, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე იქნა მოპოვებული.

XS
SM
MD
LG