Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ნიკოლაი რიჟკოვი, სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი


ნიკოლაი რიჟკოვი. 2019 წლის 21 ნოემბერი
ნიკოლაი რიჟკოვი. 2019 წლის 21 ნოემბერი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სხვა რუს მოხელეებთან ერთად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

რიჟკოვის დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არ არის დადგენილი. "ტასს-ის" ინფორმაციით, რიჟკოვთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების ორგანიზებაში პარლამენტის ზედა პალატა მიიღებს მონაწილეობას.

  • ნიკოლაი რიჟკოვი 1985-1991 წლებში, მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული „პერესტროიკის“ დროს, იყო სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
  • იმ დროს სსრკ-ში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ საბაზრო ურთიერთობებს. მაგრამ რიჟკოვის კაბინეტის პოლიტიკა არათანმიმდევრული იყო და განსაკუთრებით 1989-1990 წლებში ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა.
  • 1991 წელს რიჟკოვმა მონაწილეობა მიიღო რსფსრ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა ბორის ელცინთან და მეორე ადგილს დასჯერდა.
  • პოსტსაბჭოთა რუსეთში იგი იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 2003 წლიდან 2023 წლამდე ნიკოლაი რიჟკოვი ფედერაციის საბჭოს სენატორი იყო ბელგოროდის რეგიონიდან.
XS
SM
MD
LG