აზერბაიჯანელი მესაზღვრე დააკავეს 28 თებერვლის დილით მას მერე, რაც დაუდგენელია მიზეზით სომხეთის საზღვარი გადაკვეთა.
ამის შესახებ სომხეთის ხელისუფლება იტყობინება. ამავე ცნობით, მეორე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა მიმალვა შეძლო. ინციდენტი მოხდა საზღვრისპირა სოფელ თეღთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხური მხარის მიერ დაკავებული ჯარისკაცი არის რუსლან ფანახოვი, რომელმაც სომხეთის საზღვარი გადაკვეთა შემთხვევით, რადგან ცუდ ამინდში გზა დაებნა.
შარშან, აპრილში, ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს სომხურ მხარეს. ერთ-ერთი გაასამართლეს სომხეთის მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლის გამო. ტყვეების გაცვლის შედეგად დეკემბერში ორივე გაათავისუფლეს.