Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მხარდაჭერას უდასტურებენ უკრაინას ტირანაში სამიტზე


ტირანაში ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა მხარდაჭერა დაუდასტურეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც სიტყვით გამოვიდა სამიტზე. 28 თებერვალი, 2024 წელი
ტირანაში ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა მხარდაჭერა დაუდასტურეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც სიტყვით გამოვიდა სამიტზე. 28 თებერვალი, 2024 წელი

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში მიმდინარე სამიტზე შეეცადა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას.

ზელენსკი ალბანეთში საუდის არაბეთიდან ჩავიდა და სხვათა შორის შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას.

უკრაინის პრეზიდენტმა ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მონაწილეები გააფრთხილა საშიშროების შესახებ, რომელიც მათ ემუქრებათ, თუ რუსეთს არ გააჩერებენ. ზელენსკიმ, რომელიც რეგიონის ქვეყნებსა და უკრაინას შორის სოლიდარობას ესწრაფვის, ტირანაში თქვა, რომ ისინი, ყველანი იმსახურებენ ნატოს და ევროკავშირის წევრობას.

მან გამოთქვა დაინტერესება შეიარაღების სფეროში ბალკანეთის ქვეყნებში მომწოდებლებთან თანამშრომლობაზე, რადგან უკრაინის არმიას იარაღის დეფიციტი აქვს.

ზელენსკი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და ჩერნოგორიის, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

XS
SM
MD
LG