Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ჯანმრთელია - გამოქვეყნდა პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ეზოში. 2024 წლის 26 თებერვალი
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ეზოში. 2024 წლის 26 თებერვალი

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგად მოამზადა ექიმმა კევინ ო’ კონორმა. მისი დასკვნით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს.

81 წლის ჯო ბაიდენს სამედიცინო გამოკვლევები 28 თებერვალს ჩაუტარეს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში. თეთრი სახლის ექიმის დასკვნით, პრეზიდენტი თავს კარაგად გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას რაიმე ახალი პრობლემები არ გამოუვლენია.

ექიმ ო’ კონორის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლის ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური მამაკაცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.

თებერვლის დასაწყისში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აღშფოთება გამოიწვია სპეციალური პროკურორის, რობერტ ჰურის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა, რომელშიც ხაზგასმული იყო ბაიდენის ასაკი და ცუდი მეხსიერება. ამ ანგარიშის საფუძველზე გადაწყდა, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევისთვის ბრალს არ წაუყენებენ.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში.

გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს 82 წლის ასაკში, რომელიც 20 ნოემბერს უსრულდება.

XS
SM
MD
LG