Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცალკეული მეთაურების მოქმედებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა" - გენერალი სირსკი


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი (მარჯვნივ) და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი (მარცხნივ) ფრონტის ხაზზე ოპერატიულ ვითარებას ეცნობიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი (მარჯვნივ) და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი (მარცხნივ) ფრონტის ხაზზე ოპერატიულ ვითარებას ეცნობიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ „ვითარების ფლობისა და მოწინააღმდეგის შეფასების“ მხრივ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ცალკეული მეთაურების მოქმედებაში, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა რიგ მიმართულებაზე თავდაცვის მდგრადობაზე.

„ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად მივიღე ყველა ზომა როგორც საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით, ისე საჭირო რეზერვებით უზრუნველყოფის მხრივ", - განაცხადა სირსკიმ ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის, „დონეცკის“ იმ დანაყოფების შემოწმების შემდეგ, რომლებიც ავდეევკის მიმართულებით თავდაცვაში იმყოფებიან.

უკრაინის სარდლობის თანახმად, სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც რუსეთის მოიერიშე ნაწილები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინის ჯარების თავდაცვა და ხელთ იგდონ დასახლებული პუნქტები ტონენკოე, ორლოვკა, სემენოვკა, ბერდიჩი და კრასნოგოროვკა.

"სასტიკი ბრძოლა გრძელდება ვერბოვოესა და რობოტინოს რაიონებში, რომლებზეც მტერი ცდილობს კონტროლის აღდგენას", - დასძინა სირსკიმ.

17 თებერვალს, ოთხთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვეს.

მომდევნო დღეებში რუსეთის მასირებული სახმელეთო, საარტილერიო და საავიაციო იერიშების შედეგად უკრაინის ჯარებმა ავდეევკასთან მდებარე რამდენიმე სოფელი: ლასტოჩკინო, სტეპნოე და სევერნოე დატოვეს.

უკრაინის და დასავლეთის სამხედრო წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების, კერძოდ, საარტილერიო საბრძოლო მასალების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შეფერხების გამო უკრაინელმა სამხედროებმა ვეღარ შეძლეს ავდეევკის დაცვის გაგრძელება.

XS
SM
MD
LG