ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებების გამართვას იწყებს. სახელმწიფო უწყება ასე გეგმავს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობას.
ჯამში ამ კამპანიისთვის გამოყოფილია 500 ათასი ლარი. ამ თანხით უნდა გაიმართოს "ევროპის დღეები 2024", ხალხმრავალი ღონისძიებები თბილისსა და 10 რეგიონში და ასევე დამზადდეს საინფორმაციო და საიმიჯო მასალები.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში 9 დათქმით მიიღო. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა.