Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპაროვის აზრით, უკრაინასთან ომში მარცხის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება ტერიტორიების დათმობა მოუწიოს


გარი კასპაროვი (23 თებერვალი, 2024 წელი) მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეიძლება ტერიტორიები დათმოს უკრაინასთან მარცხის შემთხვევაში
გარი კასპაროვი (23 თებერვალი, 2024 წელი) მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეიძლება ტერიტორიები დათმოს უკრაინასთან მარცხის შემთხვევაში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ დამაარსებელი, რომელიც საკუთარი ნებით იმყოფება ემიგრაციაში, ფიქრობს, რომ რუსეთმა ახლანდელი საზღვრები შეიძლება ვერ შეინარჩუნოს, თუ უკრაინასთან ომს წააგებს.

თუმცა, რადიო თავისუფლებისთვის 1 მარტს მიცემულ ინტერვიუში კასპაროვი, ამბობს იმასაც, რომ რუსეთის მთლიანი დაშლა ნაკლებად მოსალოდნელია.

იმ რეგიონებს შორის, რომლებიც, კასპაროვის თქმით, შეიძლება რუსეთის ფედერაციას ჩამოშორდნენ, არის თათრეთის რესპუბლიკა, ბაშკირეთი, დაღესტანი და ჩეჩნეთი. თუმცა, ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის აზრით, ბოლომდე ცხადი არ არის, რა იქნება ომის შემდეგ. „ჩემი აზრით, ეკონომიკური ფაქტორები ითამაშებენ დიდ როლს, ამ საკითხში. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიდგეთ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის პოზიციაზე“, - თქვა კასპაროვმა და დასძინა, რომ „რუსეთის იმპერიული ხასიათის შეცვლაა აუცილებელი მისი ახლებურად ფორმირებისთვის“.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ „რუსეთის დაშლის კოშმარი“ აწუხებს, პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის ადმინისტრაციას, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცივი ომის ტერმინებით აზროვნებას და ცუდად ორიენტირებენ XXI საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში. 60 წლის კასპაროვი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის დანაკარგები „მინიმალური“ იქნება, მაგრამ აღნიშნავს, რომ „თუ უარყოფთ იმპერიას, უნდა დაეთანხმოთ იმასაც, რომ მას ზოგიერთი ნაწილი ბოლოს და ბოლოს ჩამოშორდება“.

XS
SM
MD
LG