Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მზად არის ხელი მოაწეროს ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას და შესაბამისი პირობებით თურქეთთან ურთიერთობა მოაგვაროს


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი: ერევანი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან და ასევე, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთთან. ფოტო: 22 თებერალი. 2024 წელი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი: ერევანი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან და ასევე, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთთან. ფოტო: 22 თებერალი. 2024 წელი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონში თავის მეტოქე, აზერბაიჯანთან ორი მეზობლის მიერ ადრე შეთანხმებული

პრინციპების საფუძველზე და მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთთან, რომელიც ბაქოს ახლო მოკავშირეა.

კოსტანიანმა 2 მარტს თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაქოსთან ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ორივე მხარისგან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას.

მისი თქმით, ერევანი ესწრაფვის ანკარასთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას, მათ შორის საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური კავშირების დამყარებას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოანმა და სხვა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შემდგომი პროგრესი ნორმალიზაციის პროცესში დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელსაც აზერბაიჯანი ესწრაფვის. ყაზახეთში თურქული სახელმწიფოების ლიდერების ნოემბრის სამიტზე გამოსვლისას ერდოანმა ასევე მოსთხოვა სომხეთს ექსტერიტორიული დერეფნის გახსნა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავამდე. ერევანი აგრძელებს ამ მოთხოვნის უარყოფას.

XS
SM
MD
LG