Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ჩარჩო-შეთანხმებას - ახლა ჰამასმა უნდა გადაწყვიტოს


ისრაელის თავდასხმების შედეგად დანგრეული რაიონი ღაზაში, სადაც მან ჰამასის თავდასხმის საპაუხო ომი წამოიწყო. ისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ჩარჩო-შეთანხმებას - ახლა ჰამასმა უნდა გადაწყვიტოს, იტყობინება აშშ
ისრაელის თავდასხმების შედეგად დანგრეული რაიონი ღაზაში, სადაც მან ჰამასის თავდასხმის საპაუხო ომი წამოიწყო. ისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ჩარჩო-შეთანხმებას - ახლა ჰამასმა უნდა გადაწყვიტოს, იტყობინება აშშ

ისრაელმა არსებითად მოიწონა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებული ჩარჩო ხელშეკრულება და ახლა ჰამასის გადასაწყვეტია, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, დაეთანხმოს მას, განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 2 მარტს.

ისრაელელებმა "მეტ-ნაკლებად მიიღეს" შეთავაზება, რომელიც მოიცავს ღაზაში ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ისევე როგორც ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას, რომელთა შორის არიან დაუცველი ავადმყოფები, დაჭრილები, მოხუცები და ქალები, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც AP-ის თანახმად, ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ისრაელი მზად იქნება, შეაჩეროს ღაზაში წარმოებული ომი მუსლიმთა მარხვის თვის, რამადანის პერიოდში, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაზე.

აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მუშაობდნენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებისა და ბრძოლაში ექვსკვირიანი პაუზის სანაცვლოდ, ჰამასი მძევალთა ნაწილს გაათავისუფლებს. რამადანი, რომელიც 10 მარტისთვის იწყება, არაოფიციალურად ითვლება ბოლო ვადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG