Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი სუ-34 ჩამოაგდო


რუსული გამანადგურებლის, სუ-34-ის ნამსხვრევები უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებული ქალაქის, ლიმანის მახლობლად. 5 ოქტომბერი, 2022 წელი. უკრაინის არმია აცხადებს, რომ 2 მარტს კიდევ ერთი სუ-34 ჩამოაგჟო
რუსული გამანადგურებლის, სუ-34-ის ნამსხვრევები უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებული ქალაქის, ლიმანის მახლობლად. 5 ოქტომბერი, 2022 წელი. უკრაინის არმია აცხადებს, რომ 2 მარტს კიდევ ერთი სუ-34 ჩამოაგჟო

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა საზენიტო რაკეტებით რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.

გენერალმა ნიკოლაი ოლესჩუკმა Telegram-ზე დაწერა: „ვოსტოკის საჰაერო სარდლობა ადასტურებს გამანადგურებელ-ბომბდამშენის სუ-34-ის, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის ჩამოგდებას“.

ოლესჩუკმა მანამდე განაცხადა, რომ რაკეტები რუსეთის ორი გამანადგურებელს - სუ-34-სა და სუ-35-ს ესროლეს.

ერთი დღით ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 13 რუსული თვითმფრინავი, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა.

2 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა 346 თვითმფრინავი დაკარგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მონაცემებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG