Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ახალი აკრძალვების შემოღების გამო შეიძლება "ვიკიპედია" დაიბლოკოს


 რუსეთში შეიძლება "ვიკიპედია" დაიბლოკოს.
რუსეთში შეიძლება "ვიკიპედია" დაიბლოკოს.

რუსეთში შეიძლება "ვიკიპედია" დაიბლოკოს „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“ ახალი კანონით, რომელიც კრძალავს VPN-ების პოპულარიზაციას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა.

მისი თქმით, ინტერნეტენციკლოპედიის სტატიას VPN-ის სამსახურების შესახებ აქვს ყველა ის ნიშანი, რაც ბლოკირების საშუალებას აძლევს კომუნიკაციების სამეთვალყურეო უწყებას, „როსკომნადზორს“ .

ამასთან, გორელკინმა აღნიშნა, რომ რესურსის დაბლოკვის სხვა მიზეზებიც არსებობს. "მარეგულირებელს ჯერ კიდევ აქვს მთელი რიგი პრეტენზიები, რომელთაგან ბევრი უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ. არსებობს "ვიკიპედიის" დაბლოკვის სამართლებრივი საფუძველი; რჩება მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ ამან არ გამოიწვიოს მომხმარებლების სერიოზული დისკომფორტი ", - წერს დეპუტატი.

1 მარტს რუსეთში ძალაში შევიდა აკრძალვა „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“. „როსკომნადზორს“ შეუძლია დაბლოკოს არა მხოლოდ VPN-ების დაყენების ინსტრუქციების სამსახურები, არამედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოწოდებაც. რუსეთში შემოვლითი მეთოდების გამოყენების პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული, აღნიშნავს „ნოვაია გაზეტა.“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთში მილიონზე მეტი ვებგვერდი დაიბლოკა, მათ შორის სოციალური ქსელები Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი, ასევე არასახელმწიფო მედიის ვებსაიტები, მათ შორის რადიო თავისუფლებისა.

დაბლოკვის გვერდის ავლის მიზნით, რუსები იყენებენ VPN-ის ანონიმიზატორებს. მათზე მოთხოვნა ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ამ დროისთვის VPN -ის მოხმარებით ის მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

XS
SM
MD
LG