Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოში უკანონოდ 8,7 მილიონი რუბლი შემოჰქონდათ


რუსეთიდან საქართველოში კანონდარღვევით დიდი ოდენობით ფული შემოჰქონდათ. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგში" აღმოჩენილ 3 ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი ბარგი და ავტომობილი. მებაჟეებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული თანხა, ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი, რაც 464 595 ლარია.

საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში საბაჟო კონტროლის გარეშე დიდი ოდენობის თანხის შემოტანა აკრძალულია. ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააჯარიმეს არადეკლარირებული თანხის 10 პროცენტით - "საქართველოს საბაჟო კოდექსის" 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

XS
SM
MD
LG