Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი და მოსკოვი განსხვავებულად ხსნიან გერმანიის ელჩის გამოძახებას


ალექსანდერ ლამბსდორფი, გერმანიის ელჩი რუსეთში
ალექსანდერ ლამბსდორფი, გერმანიის ელჩი რუსეთში

რუსეთში გერმანიის ელჩმა ალექსანდერ ლამბსდორფმა 4 მარტს დაახლოებით ერთი საათი დაყო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, მოსკოვში. ამ შეხვედრის გამართვის მიზეზებზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება, უკრაინის შესახებ გერმანიის არმიის წარმომადგენელთა განხილვის ჩანაწერის გამოქვეყნების ფონზე.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლამბსდორფი გამოიძახეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო, რომლებზეც გერმანიის არმიის ოფიცრები განიხილავენ უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაცემას. მაგრამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ ეს შეხვედრა "დიდი ხნის წინ" იყო დაგეგმილი.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გავრცელებული ჩანაწერები "კიდევ ერთხელ აჩვენებს კოლექტიური დასავლეთის მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში" და რომ ჩანაწერის თანახმად, გერმანია "არსობრივად და სპეციფიკურად განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გეგმებს".

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს დაადასტურა, რომ გაჟონილი ჩანაწერი შეიცავდა საუბარს, რომელიც გადატაცებულ იქნა - თუმცა გაურკვეველია, ეს საუბარი ცვლილებებს ან მონტაჟს თუ დაუქვემდებარეს.

38-წუთიანი ჩანაწერი 1 მარტს გავრცელდა რუსეთის სოციალურ მედიაში - პირველად ის გამოაქვეყნა მარგარიტა სიმონიანმა, სახელმწიფო ტელეარხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, რომელსაც არ უთქვამს, როგორ მოიპოვა აუდიოჩანაწერი.

XS
SM
MD
LG