ფეისბუკი, ინსტაგრამი და მესენჯერი 5 მარტს, საღამოს, თბილისის დროით დაახლოებით 19:20 საათზე, გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო.
Facebook-ის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მათ სერვისებზე წვდომა მომხმარებელს ტექნიკური პრობლემის გამო შეეზღუდა.
"დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ხალხს შეეზღუდა ჩვენს ზოგიერთ სერვისზე წვდომა. რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარეთ პრობლემა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - დაწერა მან.
Downdetector-ის მონაცემებით, დაფიქსირდა 300 000-ზე მეტი შეტყობინება ფეისბუქის, ხოლო 20 000-ზე მეტი შეტყობინება ინსტაგრამის გათიშვაზე.