Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ზედიზედ მეორე წელს 7%-ით გაზრდის სამხედრო ხარჯებს


ჩინური რაკეტები DF-41, რომელთა ბირთვული იარაღით აღჭურვა შეიძლება. პეკინი, 12 ივნისი, 2023.
ჩინური რაკეტები DF-41, რომელთა ბირთვული იარაღით აღჭურვა შეიძლება. პეკინი, 12 ივნისი, 2023.

ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გაიღებს, ვიდრე შარშან. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით, რაზეც სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების სესიაზე ისაუბრეს.

„ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს“, - ციტირებს სააგენტო დოკუმენტს. ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნა და სამხედრო მშენებლობა, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა სესიის გახსნაზე.

„აუცილებელია სამხედრო მომზადებისა და ომისთვის მზადების ყოველმხრივ გაძლიერება <…>, ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცედ დაცვა“, - თქვა მან თავის მოხსენებაში.

გასული წლის ბოლოს ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 111 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 47%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 65%-ით მეტი - ომამდელ 2021 წელთან შედარებით.

XS
SM
MD
LG