Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა


გოგი მარგველაშვილი, რეჟისორი
გოგი მარგველაშვილი, რეჟისორი

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.

მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ლევან წულაძემ პოსტი დატოვა. კულტურის სამინისტროს ცნობით, წულაძემ მათ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2023 წლის 2 ოქტომბერს მიმართა. მან ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე - "თეატრი სახელოსნო 42" დააარსა.

გოგი მარგველაშვილი 2009 წლიდან დღემდე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას გოგი მარგველაშვილი მომდევნო 4 წელი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG