Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW მოუწოდებს ბულგარეთს, არ გადასცეს საუდის არაბეთს დაკავებული უფლებადამცავი


უფლებადამცავი საუდის არაბეთიდან აბდულ-რაჰმან ალ-ხალიდი ბულგარეთშია დაპატიმრებული. Human Righs Watch-ი სოფიას მოუწოდებს, არ გადასცეს ის ერ-რიადს. ფოტო: 8 მარტი, 2023 წელი
უფლებადამცავი საუდის არაბეთიდან აბდულ-რაჰმან ალ-ხალიდი ბულგარეთშია დაპატიმრებული. Human Righs Watch-ი სოფიას მოუწოდებს, არ გადასცეს ის ერ-რიადს. ფოტო: 8 მარტი, 2023 წელი

ორგანიზაცია Human Righs Watch-ი (HRW) ბულგარეთს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს“ უფლებადამცავ აბდულ-რაჰმან ალ-ხალიდის სამშობლოში, საუდის არაბეთში, დეპორტირების პროცესი.

HRW-ის 7 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალიდის საუდის არაბეთში დეპორტირების შემთხვევაში ემუქრება „თვითნებური დაპატიმრება, წამება და უსამართლო პროცესი.“ ხალიდიმ, რომელიც საუდის არაბეთში პატიმრების უფლებებს იცავს, 2013 წელს დატოვა სამეფო და 2021 წელს თავშესაფარი მოითხოვა ბულგარეთში, მაგრამ წელს, 7 თებერვალს, ბულგარეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხალიდი გადასცეს ერ-რიადს.

„ხალიდის დეპორტაციით სოფია დაარღვევს ამ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის წამების წინააღმდეგ კონვენციას, აცხადებს HRW.

ბულგარეთი ნატოს წევრია 2004 წლიდან, ხოლო ევროკავშირშია გაწევრიანებული 2007 წლიდან.

XS
SM
MD
LG