Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კარელიაში მოკლა ბელარუსი აქტივისტი


ФСБ-ს შენობა მოსკოვში. მისმა თანამშრომლებმა კარელიაში მოკლეს ბელარუსი აქტივისტი.
ФСБ-ს შენობა მოსკოვში. მისმა თანამშრომლებმა კარელიაში მოკლეს ბელარუსი აქტივისტი.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 7 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა თანამშრომლებმა „გაანეიტრალეს“ ბელარუსის 49 წლის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გეგმავდა ტერორისტულ აქტს კარელიის რეგიონში. ამ ინფორმაციის მიხედვით, იგი მოკლეს მას მერე, რაც დაკავების დროს ცეცხლი გაუხსნა თანამშრომლებს და წინააღმდეგობა გასწია.

ტელეგრამ-არხ Astra-ს თანახმად, საქმე ეხება აქტივისტ მიკალაუ ალიაქსეეიუს, რომელიც 2020 წელს მონაწილეობდა აქციებში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, როცა ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეექვსედ გამოცხადდა პრეზიდენტად, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. Astra-ს ცნობით, ალიაქსეეიუ მოკლეს 6 მარტს.

XS
SM
MD
LG