Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

agentstvonews: მისი სიკვდილის დღეს პუტინი ნავალნის გაცვლას განიხილავდა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნი, რომლის გაცვლას გერმანიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რუს ჯაშუშზე, პუტინი მისი სიკვდილის დღეს განიხილავდა
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნი, რომლის გაცვლას გერმანიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რუს ჯაშუშზე, პუტინი მისი სიკვდილის დღეს განიხილავდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაცვლას განიხილავდა იამალის კოლონიაში მისი სიკვდილის დღეს.

ამის შესახებ წერს agentstvonews-ი წყაროებზე დაყრდნობით. გაცვლა განიხილებოდა პირადი შეხვედრის დროს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩთან, ოპოზიციონერის გარდაცვალების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.

agentstvonews-ის ორი თანამოსაუბრე, - მათ შორის ერთი აბრამოვიჩის ნაცნობია, - ამტკიცებს, რომ პუტინი სიტყვიერად გაცვლაზე თანახმა იყო.

პუტინი რომ დათანხმდა გაცვლაზე, ამ ვარაუდს ეთანხმება ჟურნალისტი-გამომძიებელი ხრისტო გროზევი, რომელიც ამბობს, რომ "იმის მიხედვით, რაც ვიცოდით ბოლო დღეებში მის მკვლელობამდე, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის დათანხმდა", - უთხრა გროზევმა agentstvonews-ს.

ამასთან, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პუტინის თანხმობა მოჩვენებითი იყო. agentstvonews-ის მონაცემებით, გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა. გამოცემასთან ოთხივე მოსაუბრე აცხადებს, რომ ნავალნის გაცვლას მოითხოვდა მისი ოჯახი.

2023 წლის შემოდგომაზე, The Wall Street Journal-ის სტატიის შემდეგ, მოლაპარაკებები ნავალნის სავარაუდო გაცვლის გარშემო მკვლელ ვადიმ კრასიკოვზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, შეჩერდა. მოლაპარაკებები კვლავ განახლდა ზამთარში, როცა ნავალნი გადაიყვანეს კოლონიაში უკვე ჩრდილოეთში.

ოპოზიციონერის ოჯახმა დაარწმუნა დასავლელი პოლიტიკოსები, რომ დაიწყო მზადება რაღაც ცუდისთვის.

"აგენტსტვოს" თანამოსაუბრეების თქმით - და უფრო ადრე, ინგლისურენოვანი მედიის ცნობითაც, - რუსეთი მზად იყო, გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი.

სანაცვლოდ, პუტინი მიიღებდა კრასიკოვს და კიდევ ვინმეს, აშშ-ში გასამართლებული რუსებისგან.

გერმანიის მთავრობას ამ გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამტკიცებდა, რომ მას ამგვარი გაცვლის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

  • ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა საგანგებო რეჟიმის კოლონია "პოლარულ მგელში". მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.

  • ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

XS
SM
MD
LG