Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „მეორე ფრონტის“ საფრთხე არსად გამქრალა


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამომრჩევლებთან და „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივთან სწორედ ამ თემებზე ილაპარაკა. „ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა მან.

„არავის მივცემთ საშუალებას, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია. ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში ჩემი სიარული“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG