Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანს, რომელმაც სავარაუდოდ თავის ძაღლს მიუსაფარი ცხოველი დააგლეჯინა


Georgia -- Police line.
Georgia -- Police line.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წაუყენა არასრულწლოვანს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ბრალდებულმა თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს დააგლეჯინა მეტისის ჯიშის ძაღლი.

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო ცხოველთა დამცველმა აქტივისტმა 8 მარტს გაავრცელა ფეისბუკზე და დაწერა, რომ ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

XS
SM
MD
LG