Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: შარშან ირანში პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი


უფლებადამცველთა თქმით, 2023 წელს ირანში პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი.
უფლებადამცველთა თქმით, 2023 წელს ირანში პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw-ი აცხადებს, რომ შარშან ირანში პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი და მათგან 100-ზე მეტი კვლავ პატიმრობაშია სხვადასხვა ბრალდებით.

8 მარტს გავრცელებულ ანგარიშში Hengaw-ი წერს, რომ 2023 წელს ირანის მასშტაბით დააკავეს სულ მცირე 325 ქალი - მათ შორის მინიმუმ 18 სტუდენტი, 17 ჟურნალისტი ან მედიის სფეროს აქტივისტი, 10 მხატვარი და მსახიობი და შვიდი მასწავლებელი.

ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 147 ქალი გაასამართლეს. განაჩენები მოიცავდა პატიმრობას, გაროზგვას და, სულ მცირე ერთ შემთხვევაში - სიკვდილით დასჯას.

ამავე დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველმა ორგანიზაცია HRANA-მ გამოაქვეყნა სახელები 113 ქალისა, რომლებიც მათი მოსაზრებების გამო იმყოფებიან პატიმრობაში. მათთვის წაყენებული ბრალდებები ძირითადად მოიცავს "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდას", "თავშეყრას", "დედამიწაზე გახრწნილების დამკვიდრებას" და "ჯაშუშობას".

XS
SM
MD
LG