Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: ნეთანიაჰუ ისრაელს ზიანს აყენებს ღაზაში მეტი სამოქალაქო მსხვერპლის არაღკვეთით


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მარტს განაცხადა, რომ, მისი აზრით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში მიმდინარე ომით ისრაელს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეხმარება.

ბაიდენმა მხარდაჭერა გამოთქვა ისრაელის უფლებისადმი ებრძოლა ჰამასთან, მას მერე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ამ ჯგუფმა 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა შეტევა, თუმცა თქვა, რომ ნეთანიაჰუმ "მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო სიცოცხლის დაკარგვას, გადადგმული ნაბიჯების შედეგად".

ბაიდენმა ტელეარხ MSNBC-ის უთხრა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის ქალაქ რაფაჰში პოტენციური შეჭრა მისთვის იქნება "წითელი ხაზი", თუმცა დასძინა: "მე ისრაელს არასდროს მივატოვებ".

XS
SM
MD
LG