რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში, მუშაობა შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით - იუწყება სააგენტო TASS-ი 10 მარტს, ქვეყნის საავიაციო უწყებაზე, Rosaviatsia-ზე დაყრდნობით.
მანამდე რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორი ადამიანი დაშავდა 1000 კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ანგარში, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული.
TASS-ის თანახმად, Rosaviatsia არ ასახელებს შეზღუდვების შემოღების მიზეზებს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ნაბიჯი უკავშირდება თუ არა უკრაინის მხრიდან პოტენციურ შეტევას დრონებით.