Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ


უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავის გამო ევროპის პარლამენტის წინ უკრაინის დროშები აღმართეს. სტრასბურგი. 23 თებერვალი, 2024 წელი. ევროპარლამენტმა მიიღო კანონი სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავის გამო ევროპის პარლამენტის წინ უკრაინის დროშები აღმართეს. სტრასბურგი. 23 თებერვალი, 2024 წელი. ევროპარლამენტმა მიიღო კანონი სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ.

12 მარტს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო კანონი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ.

კანონი, კერძოდ, ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განმარტება და სასჯელის პრინციპები. განზრახ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობა, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება.

ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან მიიღო თავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. ამ კანონებით სანქციებისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და უნდა ითვალისწინებდეს პატიმრობას ხუთ წლამდე.

კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას.

სხვათა შორის, ეს ეხება აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, კონფისკაცია გაუკეთოს რუსეთის იმ მეწარმეების და კომპანიების ქონებას, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში არიან ეჭვმიტანილი.

დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა.

XS
SM
MD
LG