Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციათა სიიდან ამოიღო Yandex-ის თანადამაარსებელი ვოლოჟი


არკადი ვოლოჟი, Yandex-ის თანადამაარსებელი
არკადი ვოლოჟი, Yandex-ის თანადამაარსებელი

ევროკავშირმა 12 მარტს მოხსნა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის საინტერნეტო გიგანტის, Yandex-ის, თანადამაარსებელზე, არკადი ვოლოჟზე.

შარშან, აგვისტოში, როგორც ჩანს, კრემლისგან დისტანცირების სურვილით, ვოლოჟმა ღიად დაგმო რუსეთის "ბარბაროსული" აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ცხოვრობს.

პირად ვებსაიტზე ვოლოჟი საკუთარ თავს უწოდებს "ყაზახეთში დაბადებულ, ტექნოლოგიათა ისრაელელ ენტერპრენერს".

60 წლის ვოლოჟი გადადგა აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან მას მერე, რაც 2022 წლის ივლისში ევროკავშირმა სანქციათა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG