Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის და სუმის ოლქებზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში

რუსმა სამხედროებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებზე.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არასაცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრზე, ქალაქ სუმიზე და კიდევ სამ ქალაქზე - შოტკიზე, ტროსტიანცსა და ბელოპოლიაზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შოსტკისა და ტროსტიანცზე სარაკეტო დარტყმაც განხორციელდა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG