Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისშია რუსი ქალი, რომელმაც "ფრონტზე მებრძოლი" კაფეში არ შეუშვა


საილუსტრაციო ფოტო, თბილისის ხედი
საილუსტრაციო ფოტო, თბილისის ხედი

ალიონა პოლიაკევიჩი, რომელიც მოსკოვთან ახლოს, ლუბერცში, კაფე „Strong Coffee-ს" მფლობელი იყო, ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შუღლის გაღვივების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

პოლიაკევიჩის დევნა მოჰყვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც წერდა, რომ თავისი კაფედან რუსი მებრძოლის გაძევება მოუხდა, ვინაიდან ის, „რბილად რომ ვთქვათ, არცისე“ იქცეოდა.

როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, ქალის პოსტს უკმაყოფილება მოჰყვა უკრაინაში ომის მომხრეებს შორის, მათ პოლიაკევიჩის დასმენა დაიწყეს.

ქალი 26 თებერვალს 45 ათასი რუბლით დააჯარიმეს „არმიის დისკრედიტაციისთვის“. ორი დღის შემდეგ მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებიდან აცნობეს, რომ საქმე აღძრულია ლუბერცში კაფეს მფლობელის მიმართ, რომელმაც ძალოვანი უწყების ცნობით, დაწესებულებაში არ შეუშვა რუსი ჯარისკაცი და გამოაქვეყნა რაღაც პოსტი „ექსტრემისტული“ გამონათქვამებით.

„სჯობს შორს ცოცხალი და ჯანმრთელი ვიყო, ვიდრე დედაჩემს ორცხობილა მოჰქონდეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, - დაწერა ქალმა სოციალურ ქსელში, რომელშიც ქვეყნის დატოვების შესახებ განმარტა. მისი სიტყვებით, კაფეს დახურვა და რუსეთში ორი კატის დატოვება მოუხდა.

„რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთე. თუმცა ყოველგვარ სიამაყეს თავისი შედეგები აქვს“, - დაწერა მან.

XS
SM
MD
LG