Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სასამართლომ ოსკაროსან რეჟისორს, ფარჰადის, პლაგიატის ბრალდება მოუხსნა


აშღარ ფარჰადი 2021 წლის კანის კინოფესტივალის გახსნაზე.
აშღარ ფარჰადი 2021 წლის კანის კინოფესტივალის გახსნაზე.

ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის, მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმის, „გმირის“ გამო, რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა.

ყოფილმა სტუდენტმა აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა იმ დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს.

ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება თეირანის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების, ასევე ინტელექტუალური და სახელოვნებო საკუთრების სამართლის პედაგოგების და ექსპერტების დასკვნებს.

XS
SM
MD
LG