Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 15:25 საათზე გაიმართება.

თბილისში ჩამოსვლამდე, 17 მარტს, ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. 19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG