Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდმა/ექსტაზის შეძენა-შენახვისთვის 4 პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება


პოპულარული ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის, მდმა/ექსტაზის შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის ოთხ ადამიანს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ნარკოტიკები ჰქონდათ. უწყება ოდენობას არ აზუსტებს. საქართველოს კანონმდებლობით, 1 გრამი მდმა-ც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

XS
SM
MD
LG