Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტში გამართულ მიტინგზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს. მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა


საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში
საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში

პარასკევს ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს. ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაიმ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა "შეძლო მისი ქმართან" გამკლავება და უკრაინაში ომის დაწყება, რადგან იცოდა, რომ ევროპისგან დახმარებას მიიღებდა.

"რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპული ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი მას დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელ მეგობრებიი მას გადაეფარებიან", - განაცხადა იულია ნავალნიამ.

იულია ნავალნაიამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ასევე არ შეიძლება უნგრეთის ორბანთან გაიგივება.

აქცია, რომელზეც ნავალნაიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ ასოციაციებთან ერთად მოაწყო. ამ დღეს ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, ეროვნული მუზეუმის წინ მიმართა.

უფრო ადრე, ვიქტორ ორბანმა და მისი მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრებმა უარი თქვენს ოპოზიციის ინიციატივაზე, პარლამენტში ფეხზე ადგომით მიეგოთ პატივი ალექსეი ნავალნისათვის.

“შოვინისტები არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და ჩვენ ფეხზე არ უნდა დავუდგეთ იმას, ვინც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ისე კი, მშვიდად განისვენოს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 26 თებერვალს ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა.

ნავალნის ყველაზე „მკვახე“ განცხადება რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

ხუთი წლის შემდეგ, ნავალნიმ „ამერიკის ხმასთან“ თქვა, რომ შეცდა - არასწორი იყო, როცა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სხვა დანარჩენზე აზრი არ შეუცვლია.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG