Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთი დრონით იერიშისა და სამხედრო შვეულმფრენის განადგურების შესახებ იუწყება


აღნიშნული ფოტო 2024 წლის 17 მარტს გამოაქვეყნა დნესტრისპირეთის მედიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ კამიკაძე დრონმა ტირასპოლის მახლობლად სამხედრო შვეულმფრენი გაანადგურა.
აღნიშნული ფოტო 2024 წლის 17 მარტს გამოაქვეყნა დნესტრისპირეთის მედიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ კამიკაძე დრონმა ტირასპოლის მახლობლად სამხედრო შვეულმფრენი გაანადგურა.

სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი სამხედრო შვეულმფრენი განადგურდა 17 მარტს კამიკაძე დრონით ტირასპოლში მდებარე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

ტირასპოლის რეჟიმთან დაკავშირებული ტელეგრამის არხებისა და პორტალების ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 16:30 - 16:45 საათზე მოხდა.

დნესტრისპირეთის მედია, რომელმაც შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ კამიკაძე დრონმა ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში სამხედრო შვეულმფრენი გაანადგურა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ტელეარხი „პერვი პრიდნესტროვსკი“ მიანიშნებს, რომ კამიკაძე დრონი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინის მხრიდან, კერძოდ, ოდესის მიმართულებიდან შეფრინდა.

მოლდოვის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ტირასპოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

XS
SM
MD
LG