Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში იმარჯვებს პუტინი. დმიტრი მედვედევმა მას უკვე მიულოცა გამარჯვება


რუსეთის სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს, 21:00 საათზე დასრულდა.

ბიულეტენების 24%-ზე მეტის დამუშავების შედეგების მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 88% მოიპოვა.

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, რუსეთის სამდღიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს. კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრმა ნიკოლაი ხარიტონოვმა მიიღო ხმების 4.6 პროცენტი, ვლადისლავ დავანკოვმა, პარტია „ახალი ხალხის“ წევრმა - 4.2% და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ - 3%.

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

  • ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით იყრიდა კენჭს.
  • დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ, როგორც არათავისუფალსა და უსამართლოს და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უპირატესობას უქმნის სახელისუფლებო კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში არჩევნები პირდაპირ ყალბდება.
  • კენჭისყრა ასევე მიმდინარეობდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ.
  • შაბათს გაეროში უკრაინის მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ გაეროს თითქმის 60 წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გმობენ რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩევნების ჩატარებას „გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე“. „მსგავს არჩევნებს არ აქვს იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
  • არაერთი რუსი ოპოზიციონერი, მათ შორის იულია ნავალნაია, ევროპარლამენტის წევრებს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ აღიარონ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და, შესაბამისად, პუტინის ლეგიტიმაცია.
  • 17 მარტს, არჩევნების ბოლო დღეს, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ამომრჩევლების ნაწილი საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დროით 12 საათზე მივიდა. საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეს, მათ ხმა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მისცეს.
XS
SM
MD
LG