Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი


საქართველოს სარაგბო ნაკრები
საქართველოს სარაგბო ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ტრადიციული ყოველწლიური შეჯიბრების ფინალს პარიზმა უმასპინძლა. ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან მოიპოვეს, ანგარიშით 36:10.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს თამაში პრინციპული იყო იმის გამოც, რომ ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა.

ამჯერად ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიელებს დიდი უპირატესობით აჯობეს და ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG