Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მაშველი აქრობს ხარკოვში დრონით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს. 2024 წლის თებერვალი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მაშველი აქრობს ხარკოვში დრონით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს. 2024 წლის თებერვალი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა ხუთი მართვადი საზენიტო რაკეტით შეუტიეს ხარკოვის ოლქს და ორი მართვადი საავიაციო რაკეტით - სუმის ოლქს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხარკოვის ოლქში სარაკეტო დარტყმა იყო სახანძრო ნაწილზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი მაშველი. დაზიანებულია შენობა და ოთხი სახანძრო ავტომანქანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს 22 უპილოტო საფრენი აპარატითაც. საჰაერო ძალების თანახმად, კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორჟიეს და როვნოს ოლქების ფარგლებში 17 დრონი ჩამოაგდეს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საწარმო. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. უკრაინის ხელისუფლება სხვა შედეგებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

​
XS
SM
MD
LG