Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრი: მექსიკაში არავინ არ არის გატაცებული


ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს კომენტარი მისცა თბილისის აეროპორტში, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს დახვდა.
ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს კომენტარი მისცა თბილისის აეროპორტში, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ათეულობით მოქალაქის მექსიკაში გატაცებაზე. ეს არის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ნარკოკარტელის მიერ საქართველოს მოქალაქეების დატყვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

"თქვენ გარდა, ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში... არავინ არ არის გატაცებული!.. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასვლის მსურველი საქართველოს 30-მდე მოქალაქე ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარი მოითხოვა. 16 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევდა საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს".

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად - ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.

XS
SM
MD
LG