გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას, თუმცა ნივთები არ გამოწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
პროკურატურის ცნობითვე, სამართალდამცველებმა იგი 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.
მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე შსს-ში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.