Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა


გამოქვეყნდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.
გამოქვეყნდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმად, გამარჯვებული ვლადიმირ პუტინია.

მან ხმების 87,28% მოაგროვა. პუტინს მხარი დაუჭირა რუსეთის საარჩევნო უფლების მქონე 76 მილიონმა ადამიანმა.

რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატის, ნიკროლაი ხარიტონოვის მომხრეთა წილი ხმების საერთო რაოდენობაში 4%-ა. „ახალი ხალხის“ კანდიდატს, ვლადისლავ დავანკოვს, ხმა მისცა ამომრჩეველთა 4%-ზე ნაკლებმა, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელს, ლეონიდ სლუცკის - 3%-ზე ოდნავ მეტმა. დავანკოვმა პუტინს აჯობა ევროპის 15 ქვეყანაში, მათ შორის სერბეთსა და ჩეხეთში, ასევე - არგენტინაში, პარაგვაისა და ისრაელში. ომის მოწინააღმდეგე დამოუკიდებელი კანდიდატები კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ადრე თქვეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რიგი სხვა ქვეყნები არ აღიარებენ.

ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა მოძრაობა „გოლოსმა“ არჩევნებს „სიმულაცია“ უწოდა, რადგან პუტინის არცერთ რეალურ მეტოქეს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. „გოლოსმა“ ასევე აღნუსხა ხმის მიცემის პროცესის დარღვევა რუსეთის ბევრ რეგიონში.

Important Stories-ის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის მიერ მიღებული თითქმის 22 მილიონი ხმა გაყალბებული იყო.

XS
SM
MD
LG