Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა


საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა და ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0).
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა და ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0).

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო-2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისის "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს გამართავს, ისევ "დინამო არენაზე". მისი მეტოქე კი ამაღამ გამოვლინდება, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩში.

XS
SM
MD
LG