Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრომ მუშაობა განაახლა „ახმეტელიდან“ „გურამიშვილამდე“


სამ სადგურს შორის მგზავრთა გადაყვანა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.
სამ სადგურს შორის მგზავრთა გადაყვანა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.

ხანმოკლე ტექნიკური შეფერხების შემდეგ, მეტროს პირველ ხაზზე მუშაობა აღდგა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მიაწოდეს.

რამდენიმე წუთის განმავლობაში სამ სადგურს შორის მგზავრთა გადაყვანა შეჩერებული იყო. მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ ჩასულ მგზავრს „სარაჯიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით წასვლა არ შეეძლო.

თბილისის მეტრო ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანს ემსახურება. გუშინ, 21 მარტს, მეტრომ 580 900 მგზავრი გადაიყვანა.

XS
SM
MD
LG