Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Apple-მა „როსკომნადზორის“ მითითებით გააუქმა ნავალნის საარჩევნო აპლიკაცია


„როსკომნადზორის“ მითითებით Apple-მა ნავალნის თანაგუნდელების შექმნილი აპლიკაცია მოხსნა.
„როსკომნადზორის“ მითითებით Apple-მა ნავალნის თანაგუნდელების შექმნილი აპლიკაცია მოხსნა.

კომპანია Apple-მა რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყების, “როსკომნადზორის“ მითითების შემდეგ მოხსნა აპლიკაცია „ფოტონ-2024“, რომელიც შექმნა გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვლადიმირ პუტინის გარდა, სხვა კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა.

ამის შესახებ ნავალნის მოკავშირემ, ივან ჟდანოვმა განაცხადა X-ის საშუალებით (ყოფილიTwitter-ი). აპლიკაციის „მოხსნით Apple-მა აჩვენა, რომ მზად არის ჩაახშოს სხვაგვარად მოაზროვნეობა, და გაყიდა ისინი, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის“, - ნათქვამია ჟდანოვის განცხადებაში.

ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა წელს, თებერვალში. საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. Apple-ს არ გაუკეთებია კომენტარი თავის საინტერნეტო მაღაზიაში აპლიკაციის სტატუსზე.

XS
SM
MD
LG